კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ის 15 315 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი, დღიური დადებითობა 30.59%-ია

Covid 19-ით კიდევ 55 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 058 ტესტი და დადასტურდა 15 315 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.59%, ბოლო 14 დღის - 32.02%, ხოლო ბოლო 7 დღის - 31.51%.

ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან თბილისში 7 055 გამოვლინდა, აჭარაში - 960, იმერეთში – 2 233, ქვემო ქართლში – 907, შიდა ქართლში – 834, გურიაში – 470, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 131, კახეთში – 1 118, მცხეთა-მთიანეთში – 286, სამცხე-ჯავახეთში – 235, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 86.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 180 385, საიდანაც 5 974 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 261 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 173 150 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 309, მათგან 293 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 496 156 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 300 062 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 683.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები