NATO-რუსეთი

ლავროვი: დასავლეთს სურდა საქართველო-უკრაინაში გარე მმართველობა, რუსეთისგან ჩამოსაშორებლად

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთს საქართველოსა და უკრაინაში გარე მმართველობის დამყარება სურდა, რათა ეს ქვეყნები რუსეთისგან ჩამოეშორებინა.

"მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყნების (საქართველო და უკრაინა) მთავრობებმა გამოიჩინეს უუნარობა იმ პირობებში, როცა [დასავლეთში] ყველანაირად სურდათ დაემყარებინათ, და დაამყარეს კიდეც, გარე მმართველობა ერთადერთი მიზნით, რათა ისინი რუსეთისგან მოეწყვიტათ, რათა მოექციათ NATO-ს გავლენის სფეროში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს, რადგან გავლენის სფეროებზე უარის თქმა, მისი ერთ-ერთი კომპონენტია", – უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ აირჩია უკრაინამ და საქართველომ NATO-ს გზა.

ლავროვი შეეხო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასაც, რომელსაც "შელოცვა" უწოდა.

"2008 წელს, როცა ბუქარესტში, NATO-ს სამიტზე წარმოთქვეს ეს "შელოცვა", იმაზე, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში შევლენ, რამაც ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი გააგიჟა", – თქვა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასა და ცხინვალის რეგიონში გენოციდის მოწყობის სურვილში. 

კომენტარები