მიწისძვრა

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ბოლო 24 საათში - მეშვიდე

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.6 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 21:03 საათზე დაფიქსირდა.

გუშინ, 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე, იმავე ლოკაციაზე, სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მას შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ექვსი მიწისძვრა აღირიცხა. მათი სიმძლავრე 4.5 (ML), 4.1 (ML), 3.1 (ML), 3.5 (ML), 3.9 (ML) და 3.6 (ML) იყო.

გარდა ამისა, დროის იმავე შუალედში ქვეყანაში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. ერთი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, 3.1 მაგნიტუდის და მეორე სამცხე-ჯავახეთში - 3.5 მაგნიტუდის.

კომენტარები