ვანი

ვანის მუნიციპალიტეტში გზა ჩაინგრა

TV პირველი

ვანის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა ჩაინგრა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.  დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი 200-მეტრიანი მონაკვეთი. 

ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, გზის ჩანგრევა მეწყერმა გამოიწვია. 

ვანის მერის ინფორმაციით, ორი სოფელი, სულორი და ძულუხი მოწყვეტილი არ არის და ალტერნატიული გზები ორივე სოფელს აქვს. 

აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები