2022 წელს გარდაცვლილები

87 წლის ასაკში კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა

Iverieli

87 წლის ასაკში ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა.

1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია ქართული ფილმის დამდგმელ ოპერატორად. 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. ნამუშევარი აქვს ფილმებზე ქვევრი, სამკაული სატრფოსთვის, მზე შემოდგომისა, ნატვრის ხე, სამანიშვილის დედინაცვალი, დონ-კიხოტი, ბესამე.

იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციისა და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური ჯილდოთი. 1984 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 

კომენტარები