სექსუალური ძალადობა

უცნობი ქალი SNOOP DOGG-ს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

Rolling Stone

უცნობი ქალი რეპერებს Snoop Dogg-სა და მის მეგობარს, ბიშოპ დონ "მეჯიქ" ხუანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

ბრალმდებელის თქმით შემთხვევა 2013 წელს მოხდა. ქალი რეპერთან მოცეკვავედ მუშაობდა. კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმში გამართული კონცერტის შემდეგ სნუპ დოგის მეგობარმა, ხუანმა მსხვერპლი ძალით წაიყვანა სახლში და მომდევნო დილას ორალური სექსი დააძალა. მოგვიანებით ხუანმა ქალი სნუპ დოგის სტუდიაში მიიყვანა, სადაც რეპერმაც ორალური სექსი აიძულა.

უცნობმა ქალმა რეპერისა და მისი მეგობრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმეს გაუპატიურებისა და გატაცების მუხლებით აღიძვრება.

Snoop Dogg ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტია. ქალის ბრალდებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ რეპერმა ცნობილი ლეიბლი Death Row Records შეიძინა. 13 თებერვალს სნუპ დოგი ემინემთან, Dr. Dre-სთან, კენდრიკ ლამართან და მერი ჯეი ბლაიჯთან ერთად სუპერ ბოულის შესვენებას გააფორმებს.

კომენტარები