კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ის 22 444 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი, დღიური დადებითობა 32.82%-ია

Covid 19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 68 392 ტესტი და დადასტურდა 22 444 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 32.82%, ბოლო 14 დღის - 29.93%, ხოლო ბოლო 7 დღის - 32.84%.

ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან თბილისში 10 931 გამოვლინდა, აჭარაში - 1 876, იმერეთში – 3 281, ქვემო ქართლში – 1 193, შიდა ქართლში – 1 062, გურიაში – 616, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 496, კახეთში – 1 101, მცხეთა-მთიანეთში – 450, სამცხე-ჯავახეთში – 359, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 79.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 228 153, საიდანაც 6 085 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 858 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 220 210 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 232, მათგან 291 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 398 059 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 154 476 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 404.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

  •  

კომენტარები