სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: ნათიას თავისი გეგმები, ხედვები და სურვილი აქვს, გუნდის წევრად რჩება

მე მინდა, პირველ რიგში, ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის. ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი, ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები და სურვილი, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით. 

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ოთარ შამუგია, დავითაშვილის ყოფილი მოადგილე იქნება. 

კომენტარები