მე მაქვს ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის, ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ გააკეთე სტავკა, ესე როგორ დაგოიმდი, ჰა? პუტინი ასხამს უკრაინაში ბოლომდე საქმეს და რომ დაიმალნენ ჩირგვებში და უთხარით – "тише воды, ниже травы" და რეზოლუცია გამოატანინეთ, ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ არ იცით, მაგრამ დუდა ჯერ იქით წავიდა და მერე პეკინიდან წამოვიდა უკან, მოითხოვა, რომ შეხვედროდა პრემიერი. სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ, ბოლომდე გადასხეს რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, როიმ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი ივანიშვილს: პუტინის გამარჯვებაზე არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო, როგორ დაგოიმდი
tbl.ge/5ur0
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის სასამართლო პროცესზე.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი სააკაშვილზე: შენარჩუნებულია მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რომელიც გვაქვს
- სააკაშვილი: ტყუილია, რომ მე ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს
- პრემიერი სააკაშვილის დაჯილდოვებაზე: ჩემთვის იგივეა, ბრეივიკს რომ მისცენ ჯილდო
- ბრეგაძე VIVAMEDI-ს განცხადებაზე: ხელმოსმით გადასაწყვეტი საკითხი არაა, კომპლექსურად განვიხილავთ
- იოსელიანი: სააკაშვილს დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას გავაგრძელებ