კრიმინალი

"არეულია, მაგრამ არაფერია წაღებული" – გიორგი სანაიას ცოლის სახლი გატეხეს

ბახტრიონის ქუჩაზე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ცოლის სახლი გატეხეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.  

"დღეს შუადღეს გავიგე, რომ ჩემი სახლის კარი იყო ღია, რომ მოვედი, უკვე პოლიციელებიც მოსულები იყვნენ, საკეტში არის რაღაც გასაღები ჩატეხილი, რაღაც რკინის საგანი, ამაზე დანიშნულია ექსპერტიზა, ვინ იყო შესული და რა მიზანი ჰქონდა, ნამდვილად არ ვიცი" - ამბობს ხათინა ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ სახლში 6 თებერვლის შუადღის შენდეგ არ ყოფილა.

"საეჭვო დეტალია ის, რომ სახლიდან არაფერია წაღებული, მაგრამ სახლში ნივთები არეულია, კარადიდან გადმოყროლია საგნები და ნივთები, ასევე, წიგნებია გადმოყრილი, ტანსაცმლის კარადის ზოგიერთი ადგილიდან გადმოყრილია თეთრეული, მაგრამ ზოგიერთ ადგილს არ შეეხნენ, სავარაუდოდ, გავიდნენ აივანზეც, რადგან საკეტი იყო ღია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მალე გაიხსნას და იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება, რადგან გარდა იმისა, რომ შიგნით მუშაობს პოლიცია, ვიდეოკამერებიც არის, რომელიც მუშაობს, წესით საქმე არ უნდა იყოს ძნელი გასახსნელი.

თუ ყოფით ნიადაგზე ეძებდნენ რამეს, მაშინ რაღაც უნდა იყოს სახლიდან დაკარგული, მაგრამ როგორც ხათუნამ დაათვალიერა, არაფერი აკლია სახლს" - ამბობს ჟურნალისტი ვახო სანაია TV ფორმულასთან.

შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები