2008 წლის აგვისტოს ომი

ლუკაშენკო: საქართველო ოსეთს თავს არ დასხმია, აშშ-ს წაქეზებულმა შეშლილმა გახსნა ცეცხლი

ალექსანდრ ლუკაშენკო და მიხეილ სააკაშვილი

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ აშშ-ს წახალისებით დაიწყო. ამის შესახებ მან რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"საქართველო ოსეთს თავს არასდროს დასხმია. იქ იყო ამერიკის წაქეზებული შეშლილი და მის გვერდით მყოფები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს", – თქვა ლუკაშენკომ ინტერვიუში. 

აქამდე, სოლოვიოვმა 2008 წლის აგვისტოს ომს ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის ძმათამკვლელი ომი და ტრაგედია უწოდა.

ლუკაშენკოს თქმით, ის ერთმანეთისგან ყოფს ქართველ ხალხსა და მმართველ რეჟიმს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ალექსანდრ ლუკაშენკოს მიხეილ სააკაშვილი მსგავსი ტერმინით არ მოუხსენიებია.

2019 წელს ლუკაშენკომ სააკაშვილს ყოფილი მეგობარი უწოდა

"მე და პოროშენკოს ერთ დროს საერთო მეგობარი გვყავდა – ის მიხეილ სააკაშვილი იყო", – ამბობდა ლუკაშენკო 2019 წელს, თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში და დაამატა, რომ სააკაშვილმა ქართველ ხალხთან "ხუმრობები დაიწყო" და მას "ქვეყნის დატოვება მოუწია". 

2012 წელს ლუკაშენკომ რუსულ მედია Мир-თან დადებითად შეაფასა სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ძალაუფლების დათმობა და აღნიშნა რომ ამას არ ელოდა.

კომენტარები