მექსიკა

მექსიკაში კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, საკატეკასის შტატში კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა გარდაცვლილთა გვამები შტატის ორ სხვადასხვა ქალაქში იპოვეს.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10 დაღუპული ქალაქ ფრესნილოში აღმოაჩინეს, 6 კი გენერალი პანფილო ნატერას მუნიციპალიტეტში. შტატის სამართალდამცველები დანაშაულის ორივე ადგილზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ საკატეკასის შტატი ნარკოტიკებით მოვაჭრე კარტელების დაპირისპირების ადგილი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზემოხსენებულ შტატში სინაოლას კარტელი და ხალისკოს ახალი თაობის კარტელი ერთმანეთს აშშ-ში ნარკოტიკების გატანის მარშრუტების გამო უპირისპირდებიან.

კომენტარები