თბილისის მერია

კალაძე ვარკეთილზე: შეიძლება თქვან, 1 სადგური ვერ გაგიკეთებიათო – გეთანხმებით, ვიღებ შენიშვნას

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო გავიდა, შეიძლება, ვიღაცამ გვითხრას, უკმაყოფილება გამოთქვას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში 1 სადგური ვერ გაგიკეთებიათო. აბსოლუტურად გეთანხმებით და ვიღებ ამ შენიშვნას, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარია ადამიანების უსაფრთხოება და საქმე ისე გაკეთდეს, რომ ხვალ ან ზეგ იგივე არ განმეორდეს. 

მეტროში არის სპეციფიური სამუშაოები ჩასატარებელი. პროექტი გამზადებულია, გამოცხადებული გვაქვს უკვე, თუ ვინ იქნება სამშენებლო კომპანია, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს, არსებობს პროექტი, არსებობს დიზაინი, თუ როგორი იქნება ვარკეთილის მეტროსადგური და მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, დავიწყებთ სამუშაოებს.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე იმედთან ინტერვიუში ვარკეთილის მეტროსადგურზე საუბრისას. ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი რეაბილიტაციიდან 5 თვის შემდეგ ჩამოინგრა. ჭერი სრულად ამ დრომდე არ არის რეაბილიტირებული. 

კომენტარები