მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ მან კარგად იცის, ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რამდენჯერმე დავკარგე გონება, ეს ხდება შენი [ივანიშვილის] მითითებით, ვერსად ვერ გაუძვრები ოლიგარქო ხალხს, რადგან, ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ მიზანს და ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრობა არ მქონდეს, ეს ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, თუ არ მექნება ამის საშუალება, ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალური შედეგით.
tbl.ge/5uli
დაკოპირდა

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პრიცესზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის საქმებიძინა ივანიშვილიენმქართული ოცნებასაქალაქო სასამართლოსააკაშვილის პროცესი
ამავე თემაზე
- ადვოკატი: სააკაშვილს უკრაინის თემა აინტერესებს, აგვისტოს ომზე ერთი განცხადება არ გაუკეთებია
- ვაშაძე: მე და სააკაშვილმა ვილაპარაკეთ უკრაინაზე, იტალიაში მთავრობის გადაყენებაზე, აშშ-ზე
- კობახიძე: მელიამ გათქვა სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა, ესაა მარტივი ტაქტიკური მანევრი
- მელია: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები ადვოკატების სტრატეგიაა
- სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე: სასჯელისთვის თავის არიდებას ცდილობს