წყალმომარაგების შეზღუდვა

დიდი დიღმის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება

4 თებერვლის 14:00 საათიდან 5 თებერვლის დილის 08:00 საათამდე დიდი დიღმის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. GWP მიზეზად სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

წყალი 16 საათით არ ექნება შემდეგ ქუჩებს და დასახლებებს:

დიდი დიღომი III, IV მ/რ, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, ლამბერტის, კლაპროთის, რაინეგსის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, დანიბეგაშვილის, იან ჰომერის, ბელოის, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, ტილკეს, ბატონიშვილის, მარკო პოლოს, მირიან მეფის, შაქარაშვილის, თავდადებულის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას ქუჩებს. ასევე, გეხტმანის ქუჩას თავისი ჩიხებით.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები