საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

მიქსერი სამხ. ოსეთის ტერმინის ამოღებაზე: უნდა გავითვალისწინოთ დოკუმენტების შემუშავებისას

სვენ მიქსერი

ევროპარლამენტის მომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინის, "სამხრეთ ოსეთის" ამოღება გასათვალისწინებელია.

"მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ენასთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან თანმიმდევრულია. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეურაცხმყოფელი ჩემთვის. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს." – თქვა მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს წარმონაქმნს "სამხრეთ ოსეთს". 

"როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს." – თქვა სამხარაძემ სხდომაზე.

კომენტარები