იულონ გაგოშიძე

იულონ გაგოშიძე: ძალიან მაგონებს წულუკიანი საბჭოთა ჩინოვნიკს

55 წელიწადი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში და თუ ვიტყვით, რომ 55 წელი მაშინ სიცოცხლის საშუალო ხანგრლივობა იყო, ესეიგი ერთი სიცოცხლე გავატარე საბჭოთა კავშირში. ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი საბჭოთა პიროვნება რა არის და ძალიან მაგონებს ეს ჩვენი დღევანდელი მინისტრი, იმ საბჭოთა ჩინოვნიკს, ძალიან მაგონებს. განსაკუთრებით, როდესაც ახსენა ერთხელ, რომ მორჩილება არის მისი ძირითადი თვისება, მორჩილება იყო ძირითადი თვისება, რაც ხელს უწყობს დიქტატურას, იმიტომ რომ, თუ მორჩილი არ ხარ, მონა ვერ გახდები. მთელი საბჭოთა კავშირი მიმართული იყო იქითკენ, რომ შეექმნათ მონების საზოგადოება და სამწუხაროდ, ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ვერ მოვიცილეთ.

არქეოლოგმა, იულონ გაგოშიძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ტელეკომპანია მთავარის ეთერში უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ გაგოშიძე მის დაბადებამდე 20 წლით ადრე საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი იყო და დღესაც კულტურის სამინისტროდან ხელფასს იღებს.

კომენტარები