ვაქცინაცია

გაბუნია: ბუსტერი აორმაგებს პირველი ორი დოზის ეფექტს, ამიტომაა აქტიურად რეკომენდებული

ომიკრონის პირობებში ორჯერ აცრა აღარაა საკმარისი ინფიცირებისგან დასაცავად. ბუსტერ დოზა აორმაგებს იმ ეფექტს, რაც პირველ ორ დოზას აქვს, ამიტომაა ახლა ძალიან აქტიურად რეკომენდებული ბუსტერ დოზა.

ბუსტერ დოზის მიმართულებით, მწვანე პასპორტს, რომელიც მოქმედებაში გვქონდა, ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო, ასე რომ, ბუსტერ დოზის სტიმულირებისთვის მოქმედებს ფინანსური წახალისების მექანიზმი. რაც ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, ფინანსური წახალისება აღმოჩნდა ყველაზე კარგი წამახალისებელი ფაქტორი. ამა თავდაპირველად ძალიან კარგი ბიძგი მისცა, შემდეგ, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ასეთი სტიმულები ეტაპობრივად ძალას კარგავს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციაზე საუბრისას.

კომენტარები