2012 წელს რომ თვალები ფართოდ გაგვეხილა – და ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, უბრალოდ, საპირისპირო მხარე ვიყავით და ჩვენი არ ესმოდათ – ქართული ოცნების პროგრამაში ეწერა, რომ დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს ჩვენი საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამ პროგრამით მოვიდა ეს ხალხი 2012 წელს. შენ 2012-ში ცვლილება გინდოდა, მაგრამ ეს ხომ არ გინდოდა, რაც მივიღეთ? ჩვენ ხომ უნდა გავიზარდოთ და ახლა ისეთი ცვლილება განვახორციელოთ, რომ ასეთი გზავნილები არ გაგვეპაროს. ის, რასაც დღეს შედეგად ვიღებთ, [ქართული ოცნების კოალიციაში მყოფი] იმ პროდასავლური ნაწილის ბრალია, რომელსაც ეს გაეპარა, ამას ყურადღება არ მიაქცია. როდესაც კაცი ამბობს, რომ ასავალ-დასავალი არის ქართული ტრადიციების ფლაგმანი, ეს მნიშვნელოვანი მესიჯია, სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რეზოლუციასაც ასე ვუყურებ.
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჩერგოლეიშვილი: 2012-ში ბევრს გაეპარა სახიფათო გზავნილები, ამის ბრალია ურუსეთო რეზოლუციაც
tbl.ge/5uhl
დაკოპირდა

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში შეაფასა ქართული ოცნების მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.
ამავე თემაზე
- ჩერგოლეიშვილი: შერყეული სტატუს კვო ლოიალისტებისთვის უნდა გაააქტიურო ახალაიას თემა
- ჩერგოლეიშვილი: თუ შვილებს შვილიშვილების გაზრდაში არ დავეხმარებით, შობადობა დაიკლებს
- ჩერგოლეიშვილი: ენმ რეფერენდუმის სულისკვეთების ღალატისთვის სამაგალითოდ ჩაირეცხება
- ჩერგოლეიშვილი: საგამოძიებო კომისია ივანიშვილის ცირკია - ბოკერია მისვლას არ აპირებს
- ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილმა თავად შექმნა ეს კრიზისი, ქართული ოცნების შიგნით ჩნდება ბზარები




