ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 90 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველ თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ობლიგაციების აუქციონზე  70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 135 950 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.780%-ით, მაქსიმალური 9.950%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.850%-ით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.788% შეადგინა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტით განისაზღვრა, კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სახაზინო ვალდებულებების მეორე აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000%-ით, მაქსიმალური - 10.200%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.163 პროცენტით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები