COVID-19 ავსტრიაში

ავსტრიაში სავალდებულო ვაქცინაციის კანონპროექტი ამოქმედდა

ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში შევიდა. ახალი მთავრობის მიერ ინიცირებული შესაბამის კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტმა იანვარში დაამტკიცა.

შესაბამისად, დღეიდან ქვეყნის ყველა სრულწლოვანი მოქალაქე ვალდებული იქნება აცრა გაიკეთოს. მარტის შუა რიცხვებიდან კი მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე მაინც უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ.

პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას, ჯარიმების დაწესებას და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის დანიშვნას. განგრძობადი უთანხმოება კი ერთი თვის შემდეგ დამატებით 600 ევროიანი ჯარიმის დაწესებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრია გახდა პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა. ქვეყანაში ამჟამად მოსახლეობის დაახლოებით 72% სრულად ვაქცინირებულია.

სავალდებულო ვაქცინაციის კანონპროექტი ძალაში 2024 წლის იანვრამდე დარჩება.

კომენტარები