კორონავირუსი მსოფლიოში

ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციის კანონი დაამტკიცა

Jan Hetfleisch/Getty Images

ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 მომხრე და 33 მოწინააღმდეგით, მხარი დაუჭირა ახალი მთავრობის მიერ ინიცირებულ სავალდებულო ვაქცინაციას. კანონპროექტი ახლა უნდა დამტკიცდეს ზედა პალატაში და საბოლოოდ, მას ხელს მოაწერს ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვან დერ ბელენი. 

კანონპროექტი პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია იქნება პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა.

მარტიის შუა რიცხვებიდან მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ. კანონი გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან ადამიანზე.

პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას, ჯარიმების დაწესებას და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის დანიშვნას. განგრძობადი უთანხმოება კი ერთი თვის შემდეგ დამატებით 600 ევროიანი ჯარიმის დაწესებას გამოიწვევს.

ჯარიმა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი იდენტიფიცირებიდან 2 კვირის განმავლობაში აიცრება.

ავსტრიაში მოსახლეობის 72% სრულად ვაქცინირებულია. 

ვაქცინაციის კანონი, სავარაუდოდ, ძალაში  2024 წლის იანვრამდე დარჩება. მთავრობა კი  გეგმავს არავაქცინირებული ადამიანების აცრის წახალისებისთვის 1,4 მილიარდ ევრო დახარჯოს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ნოემბერში განაცხადა, რომ აპირებდა ვაქცინაციის დავალდებულებას, დედაქალაქ ვენაში რეგულარულად იმართებოდა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტთა რიცხვი 40000-ზე მეტ ადამიანს აღწევდა

კომენტარები