სტიქია ეკვადორში

ეკვადორში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ძლიერმა წყალდიდობამ სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა, 32 კი დაშავებულია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

წყალდიდობა და მეწყერი ორშაბათს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც, დაზარალებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორში მსგავსი დონის სტიქია 2003 წლის შემდეგ არ მომხდარა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ქვეყნის არმიაც.

კომენტარები