კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 24 201 შემთხვევა, დღიური დადებითობა 28.41%-ია

Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 85 191 ტესტი და დადასტურდა 24 201 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.41%, ბოლო 14 დღის - 21.96%, ხოლო ბოლო 7 დღის - 24.96%.

ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში  11 800 გამოვლინდა, აჭარაში - 2 204, იმერეთში – 3 134, ქვემო ქართლში – 1 199, შიდა ქართლში – 1 461, გურიაში – 473, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 628, კახეთში – 1 059, მცხეთა-მთიანეთში – 683, სამცხე-ჯავახეთში – 471, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 164 572, საიდანაც 5 454 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 031 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 157 087 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 048, მათგან 263 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 200 124 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 020 510 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 016.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები