ჯანდაცვა

აზარაშვილი: ხარისხის გასაკონტროლებლად საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება

მთავრობის სხდომაზე მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, პირველი ეხება იმპორტირებულ მედიკამენტებზე აუცილებელი წესით GMP სერტიფიკატის მოთხოვნას, როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, 2022 წლის განმავლობაში, ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა, აქედან გამომდინარე, რომ ყოფილიყო როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი თანაბარ პირობებში, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებსაც ვთხოვთ GMP სერტიფიკატს. 

აქვე, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ მიმდინარე წელს საქართველოში შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარამდე თანხა უკვე გამოყოფილია.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები