ტყიბული

საქნახშირი: ჩვენთან ყველაფერი გამართული იყო, მიმდინარეობს გამოძიება

flickr.com

საქნახშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გვანცა დელიბაშვილის თქმით, ტყიბულის შახტში შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გამოძიება მიმდინარეობს.

"როგორც კი დასრულდება ამ ფაქტის გამოძიება, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას" - ამბობს ის.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შახტებში გაზის კონცენტრაციის განმსაზღვრელი მოწყობილებები რიგ შემთხვევებში გაუმართავი იყო, საქნახშირის წარმომადგენელი უარყოფს. 

"არა, გამართულია, იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერი გამართული იყო" - უთხრა დელიბაშვილმა ფორმულას.

ტყიბულის ერთერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები