Australian Open

21-ე გრანდ სლემი კარიერაში – რაფაელ ნადალი Australian Open-ის ჩემპიონია

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, Australian Open-ის 5-სეტიან დაძაბულ ფინალში რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და გახდა პირველი კაცი ჩოგბრუთელი, რომელმაც კარიერაში 21 გრანდ სლემის მოგება შეძლო. ამით მან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გადაასწრო, რომელთაც კარიერაში 20-20 გრანდ სლემის ტიტული აქვთ მოპოვებული.

მედვედევს ფინალურ მატჩში 2-სეტიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ესპანელმა მატჩში დაბრუნება მოახერხა, თამაში გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა და გამარჯვებაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დანიილ მედვედევის კარიერაში ყველაზე გრძელი მატჩი გამოდგა. საბოლოო ანგარიში შემდეგნაირად გამოიყურება - 2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5.

კომენტარები