კახა კალაძე

"ახალგაზრდა გოგო ხართ, მესმის, გავალებენ" – კალაძე ჟურნალისტს აზროვნებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტს აზროვნებისკენ მოუწოდებს. ჟურნალისტმა მერს კითხვა ისნის ოლქის ტენდერებში სავარაუდო კორუფციის შესახებ დაუსვა.

ჟურნალისტი: ისნის ოლქში სახურავების გადახურვის და წყლის მილების ტენდერები მოიგეს ცესკოს მაღალჩინოსნების ოჯახების წევრებმა, ეს დამთხვევაა, თუ იქნებ მადლობას უხდით ცესკოს გაყალბებული არჩევნებისთვის?

კალაძე: არ გრცხვენიათ? ახალგაზრდა გოგო ხართ, მესმის, გავალებენ, მაგრამ თქვენც ხომ უნდა იაზროვნოთ ცოტა, რომ შესაბამისი კითხვა დასვათ. რომელ გაყალბებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ?

კომენტარები