კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 26.5%-ია

Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 64 412 ტესტი და დადასტურდა 17 066 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 397 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.5%, ბოლო 14 დღის - 17.88%, ხოლო ბოლო 7 დღის - 22.1%.

ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან თბილისში  9 256 გამოვლინდა, აჭარაში - 1 523, იმერეთში – 2 219, ქვემო ქართლში – 780, შიდა ქართლში – 775, გურიაში – 240, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 865, კახეთში – 683, მცხეთა-მთიანეთში – 289, სამცხე-ჯავახეთში – 388, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 125 410, საიდანაც 4 894 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 143 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 118 373 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 992 მათგან 280 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 127 234 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 986 928 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 870.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები