ირაკლი კობახიძე

კობახიძე: გუბაზ სანიკიძე გაბარიტებით ტროას ცხენს ჰგავს

"გუბაზ სანიკიძე არის სააკშვილის რუპორი". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში. მისივე თქმით, ის ნაციონალურ მოძრაობაში დაპირიპირებას ხელს უწყობს, რაც მიხეილ სააკაშვილს "აწყობს". 

"პრინციპულობის სიმბოლოა" ზოგადად ეს კაცი. სააკაშვილის პირდაპირ დაკვეთებს ახმოვანებს ხოლმე ის. ამ შემთხვევაშიც მისი დაკვეთა შესრულდა, რომ უნდა მომხდარიყო სააკაშვილის როლის ხაზგასმა აღმატებული ფორმით და გუბაზ სანიკიძემ ეს გააკეთა".- თქვა მან. 

იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, შეგვიძლია თუ არა გუბაზ სანიკიძე ენმ-ში ტროას ცხენად ჩავთვალოთ, კობახიძე პასუხობს - "კი, გაბარიტებითაც ჰგავს ტროას ცხენს".

კომენტარები