იტალიაში დაკარგული მოქალაქე

ნეაპოლში საქართველოს დაკარგული მოქალაქე იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს დაკარგული მოქალაქე, სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"ქ. რომში საქართველოს საკონსულო არის ხაზზე ნეაპოლის საგამოძიებო უწყებებთან და ისინი უდასტურებენ, რომ დაკარგული გოგო ნაპოვნია". – აცხადებენ უწყებაში.

ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, 5 დღის წინ დაიკარგა. 25 იანვარს ნეაპოლის ცენტრში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და იტალიაში საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მიმართეს.

კომენტარები