იტალიაში დაკარგული მოქალაქე

ნეაპოლში საქართველოს დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ – ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში, სავარაუდოდ, 5 დღის წინ საქართველოს დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა ჩართულები არიან ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

"იტალიის ქ. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს". – აცხადებენ საგარეოში.

25 იანვარს ქალაქ ნეაპოლის ცენტრში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და იტალიაში საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მიმართეს.

კომენტარები