თეა წულუკიანი

"ემა, გაწიე თავი, თავიც არ დაკარგო" – წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს

თეა წულუკიანი

"როგორ ხარ ემა? მომენატრე... ემა გაწიე თავი, თავიც არ დაკარგო". – ასე მიმართა მედიასთან კომენტარის გაკეთებამდე კულტურის მინისტრმა, თეა წულიკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტ, ემა გოგოხიას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მიკროფონი წაართვა.

მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას თეა წულუკიანმა ტელევიზიის კუთვნილი მიკროფონი 22 ივლისს წაართვა და არ დაუბრუნა.

ჟურნალისტი ემა გოგოხიას ამბობდა, რომ ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან.

კომენტარები