პოლიციელების ძალადობა

შსს-თან საპროტესტო აქციაზე ნატა ფერაძე დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. 

ტაბულა შსს-სთან დამატებით დეტალებს არკვევს. 

ადგილზე ვითარება აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დროდადრო იძაბება. სამართალდამცველები მოქალაქეებს სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევენ. 

თბილისში ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს აქცია. აქტივისტები, მოქალაქეები, მშობლები შეკრებილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ქართული ოცნები სცენტრალურ ოფისთან.


24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. 

კომენტარები