პოლიციელების ძალადობა

მწამებელი სისტემა – ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

კადრი პირდაპირი ეთერიდან/რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი "მწამებელი სისტემა", ისინი ძალადობაზე პასუხისმგებელი პოლიციელის დასჯას ითხოვენ. 

პროტესტის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისიდან მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაემართნენ.

დღეს, 24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომ სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეზე ძალადობს. ტელეკომპანია პირველის ცნობით, პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა.

ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები