ევროპული საქართველო

კანდელაკი: ეროვნული ინტერესი ახლა ისაა, რომ ჩვენი დეოკუპაციის თემა მაღალ დონეზე დაისვას

აქ საუბარი არ არის მხოლოდ მორალზე და იმაზე, რომ თუნდაც 1993 წელს უკრაინელ პილოტებს გამოჰყავდათ დევნილები აფხაზეთიდან. აქ საუბარი არ არის არც იმაზე, თუ 2008 წელს რაოდენ დიდი როლი შეასრულა უკრაინამ საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში როცა პრეზიდენტი იუშენკო იდგა რუსთაველის მოედანზე. აქ საუბარია იმაზე, რა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესი ახლა არის ის, რომ ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ახლა იყოს მაღალ დონეზე დასმული დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში. 

და ბოლოს, ოთხშაბათს, 22:00 საათზე გაიმართება ევროპული საქართველოს ღონისძიება უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს მდივანმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში, გიორგი კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

კომენტარები