თურქეთი

CNN: თურქი ჟურნალისტი ერდოღანის შეურაცხყოფის გამო დააკავეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

CNN-ის თურქეთის ოფისის ცნობით, ცნობილ ჟურნალისტს, სედეფ კაბას თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფის გამო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პოლიციამ ჟურნალისტი დილის 2 საათისთვის დააკავა, შემდეგ გადაიყვანა ქალაქის სასამართლოში, სადაც მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ე.წ. შეურაცხყოფა, სასახლესთან დაკავშირებული ანდაზის ფორმით, კაბასმა  როგორც ოპოზიციურ სატელევიზიო არხზე, ისე Twitter-ზე გააჟღერა. აღნიშნული დაგმეს მთავრობის წარმომადგენლებმა. 

"ჩვენი პრეზიდენტის ღირსება ჩვენი ქვეყნის ღირსებაა. ვგმობ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ვულგარულ შეურაცხყოფას". - წერს თურქეთის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალტუნი Twitter-ზე.

დაკავებას გამოეხმაურა Tele 1-ის დირექტორი, რომელმაც დაგმო სამართალდამცავების გადაწყვეტილება. სწორედ ამ არხზე მუშაობდა სედეფ კაბა. 

კანონი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს. 

2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერდოღანი პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით 160 169  შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, აქედან 12 881-თვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 

ოქტომბერს ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოუწოდა თურქეთს კანონის შეცვლა, რადგან, მათი განმარტებით, აღნიშნულით ირღვევა გამოხატვის თავისუფლება. 

კომენტარები