პოლიტიკური კრიზისი

სუბარი წალენჯიხაზე: გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ გაგრძელებაა

"გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა". - ასე ეხმაურება ქართული ოცნება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლის, კორნელი სალიას არჩევას. პარტიის განცხადება ბრიფინგზე სოზარ სუბარმა წაიკითხა. 

"დღეს წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიციამ 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი - კორნელი სალია აირჩია. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დე ფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ გახარიას პარტია და ენმ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია, რეალურად, დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გიორგი აგხარია ჯერ პრემიემრინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით ენმ-ს და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა ეს ფაქტი და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად. 

დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის - გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა". - ამბობს სუბარი საგანგებო ბრიფინგზე.  

კორნელი სალიამ 14 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთი ხმა გაბათილდა. 

სალიას არჩევის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა სხდომა დატოვეს. ახლადარჩეულმა თავმჯდომარეომ კონსტრუქციული მიშაობის პირობა დადო. მომდევნო სხდომა 25 იანვარს გაიმართება, სადაც კომისის წევრები აირჩევიან. 

წალენჯიხის საკრებულოში 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, ენმ-ის და ქართული ოცნებას 11-11 წევრი ჰყავს, ლელოს -1, ხოლო პარტია  საქართველოსთვის კი 3 დეპუტატი. 

კომენტარები