5 ივლისი

კობახიძე 5 ივლისზე: ჟურნალისტებზე ძალადობას არავინ ელოდა, 30 წელია არ მომხდარა ასეთი რამ

თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერაცილებას, მათ შორის, ერთერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ სპონტანური იყო ეს ძალადობა და ძალადობას არავინ ელოდა ლოგიკურად, იმიტომ, რომ 30 წელია არ მომხდარა ასეთი რამ ჟურნალისტების მიმართ, არავინ არ ელოდა იმ დროს და იმ ადგილას ძალადობას, მოლოდინები იყო 17:00-თან დაკავშირებით, როცა ე.წ პრაიდი უნდა გამართულიყო,

ვფიქრობთ, ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმას, რომ თავიდან ვერ იქნა აცილებული ეს ძალადობა, თუმცა, ფაქტი ფაქტია და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკიცნეული დღეა ყველასთვის, მათ შორის ხელისუფლებისთვის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 5 ივლისს ორკების ჯგუფი ჟურნალისტებს თავს დაესხა, დაშავდა მედიის ათობით წარმომადგენელი, მათ შორის, ტაბულას ჟურნალისტი. TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიას ლექსო ლაშქარავაც დაამატა და მიუთითა, რომ ის საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. ხელისუფლების მტკიცებით კი, TV პირველის ოპერატორი ნარკოტიკებით ზედოზირებას ემსხვერპლა.

კომენტარები