ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 20 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, თამარაშვილის, საბურთალოს, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ბაკურციხის, ლიხაურის და ბაკურიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და მუხის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, კლდეკარის, გორდის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები