როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ქვეყნის უფლებას, რომ თავად აირჩიოს, თუ ვისთან ითანამშრომლოს. ეს ფუნდამენტური პრინციპია, რითაც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოება ხელმძღვანელობს. ჩვენ ვიცავთ ამ პრინციპს NATO-სთან, აშშ-სთან, ეუთო-სთან ერთად.
ვიმედოვნებთ, რომ მოკლე დროში შევძლებთ ამჟამინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვას. ევროკავშირი მზადაა, მიიღოს ზომები იმისთვის, რომ სამხედრო ინტერვენციისა და დესტაბილიზაციის მცდელობა ძვირად დაუჯდეთ.