სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დეგნანი: თუ ეს გაუქმება არაა, რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება?

როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურია, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების ადამიანთა უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყო, თუ მის ცვლილებას აპირებ. მნიშვნელოვანია მხარეებთან კონსულტაცია. თუ გსურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, 6-წლიანი ვადის მქონე ინსპექტორის გათავისუფლება, უნდა დარწმუნდე მაინც, რომ ხალხი ამას გაიგებს და საჭირეობა კარგად იქნება ახსნილი. 

არსებობს აზრი, რომ ეს გაუქმება არაა. თუ ეს ასეა, მაშინ რა საჭირო იყო სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება?

უპასუხა ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

კომენტარები