ამინდის პროგნოზი

ძლიერი ქარი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, შტორმი, ლიპყინული – როგორი ამინდი იქნება 22 იანვრამდე

Reuters

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ "ამინდის არახელსაყრელი პირობები" იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები