კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრი: რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავთ

ჩვენ ვართ თავდაჯერებულები, რომ ავადმყოფებს [კოვიდინფიცირებულებს] ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ და ყველა საჭირო მედიკამენტები და შესაძლებლობები გვაქვს ადგილზე. ამ მხრივ, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავთ.

ამბობს უვადო მწვანე პასპორტებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.31%-ია. სავალდებულო რეგულაციად რჩება პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან კი ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები