კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.47%-ია

COVID-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%.

5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე, 50 595 აქტიური შემთხვევაა. 1 005 მძიმე პაციენტია, 294 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 990 183 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 925 137 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 425.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

კომენტარები