საგარეო ვაჭრობა

თურნავა: ქართული პროდუქციის ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება

როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს, გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი.

ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4.2 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27% შეადგინა 2020 წელთან შედარებით.

ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად. 

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებთან დაკავშირებით.
 

კომენტარები