მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე?

ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე? უკვე ვეღარ ასამართლებთ, იმიტომ, რომ მოკალით, ხომ? რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის. 

იცით, მე უკრაინაში ვიყავი მრავალი წელი და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ჩემ გარშემო შემექმნა ჩემი საქართველო - მე მაქვს ჩემი ვენახი კიევის მახლობლად, სადაც საფერავია ჩაყრილი, მე მუდმივად ვეკონტაქტებოდი ქართველ მებრძოლებს, რომლებზეც აქ სისხლის სამართლებრივი საქმეებია აღძრული. მე ყველგან ვსაუბრობდი საქართველოზე - გავივლიდი, გამოვივლიდი და ისევ ვწევდი საქართველოს პრესტიჟს ზემოთ. ამას ყოველთვის გავაგრძელებ, სადაც არ უნდა ვიყო. სინამდვილეში, ეს რეჟიმი იმყოფება ახლა სასამართლოზე. იმიტომ ვარ აქ, რომ ამ რეჟიმს მოვუწყო სასამართლო იმისთვის, რაც გააკეთა საქართველოში.

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

კომენტარები