ეს დევნა არ დასრულებულა, პროკურატურა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და ეს პროცესები გაგრძელდება. შემდეგ სააპელაციომაც რომ ძალაში დატოვოს, უზენაესში წაიღებენ და დამოკლეს მახვილივით იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების თავზე, ისევე როგორც იქცევიან მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
როდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად ხაზარაძის, ჯაფარიძის ან რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის, ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს