კორონავირუსი

WHO: ბოლო 1 კვირაში მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები 15 მილიონით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, უკანასკნელ ერთ კვირაში (3-9 იანვარი) მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 15 154 666-ით გაიზარდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 55 %-ით მეტია.

ინფიცირებულთა რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა აფრიკის გარდა (-11 %) ყველა რეგიონში, წინა კვირასთან შედარებით კორონავირუსის შემთხვევების 418 %-იანი ზრდა იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 122 %-იანი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 86 %-იანი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში, 78 %-იანი ამერიკაში და 31 %-იანი ევროპაში.

ამავე კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 43 461 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 3 %-ით არის გაზრდილი. ორგანიზაციის მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად აფრიკაში, 84 %-ით და ამერიკის რეგიონში, 26 %-ით გაიზარდა. სხვა რეგიონებში კი ლეტალობის მაჩვენებელი შენარჩუნებული ან შემცირებული იყო.

კომენტარები