ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 47 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990%-ით, მაქსიმალური 10.100%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.007%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები